საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა.
მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს. ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა დაათვალიერეს.
(R)