ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ხელბურთელთა ნაკრებმა. უნგრეთის ძლიერ გუნდთან, სტუმრად, დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა კონტინენტის პირველობაზე თამაში გაინაღდეს.
აღსანიშნავია გიორგი ცხოვრებაძის(11) და ზურაბ ცინცაძის(მეკარე 12) შესანიშნავი თამაში. ცხოვრებაძემ 8 ბურთი გაიტანა, თან ბოლო გადამწყვეტი შვიდმეტრიანი. მთელმა ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგიც მივიღეთ. ტრავმის გამო ვერ ითამაშა ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ კალანდაძემ.
ასე რომ, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 2024 წლის 10-28 იანვარს, გერმანიაში ჩატარდება. გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას.
მადლობა ბიჭებს.
ავტორი