საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 20:02:36 დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში იყო, დაბა ბაკურიანიდან კი 1 კმ-ში იყო.