„კრედიტინფოს“ ივლისის სტატისტიკის მიხედვით, 366 184 ფიზიკური პირს 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება.
ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 958 842 ადამიანს აქვს.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ საფინანსო სექტორის დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან 3 წლამდე) – 2.772 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან ბანკების – 1.204 მლრდ ლარია, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების – 1.533 მლრდ ლარი, სალიზინგოების – 34.679 მლნ ლარი.
საერთო ჯამში კი, ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორს მთლიანად 69.833 მლრდ ლარის კრედიტი აქვს გაცემული. აქედან 65.370 მლრდ ლარის კომერციულ ბანკებს, 3.754 მლრდ ლარის – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტებს (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) და 25.428 მლნ ლარის – სალიზინგოებს.

































































