საქართველოში ამინდი გაუარესდება.
“ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალ მთაში, 2500- 3000 მეტრზე შესაძლებელია თოვა. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, წვიმის ფონზე დროგამოშვებით გაძლიერდება ქარი.
დღეს კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია +23, +25 გრადუსამდე.