საქართველოში ამინდის შეცვლას პროგნიზირებენ.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 4 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურიც კლებაც.
გვაზავას თქმით, ასეთი ამინდი მოსალოდნელია 7 სექტემბრის ჩათვლით.