უარის მიზეზები უცნობია.
როგორც კისლიაკი აღნიშნავს, გრინკევიჩი აჭარაში ბელარუსული დიასპორის აქტიური წევრი იყო. მას, როგორც უფლებადამცველს, შარშან ბათუმში პოლიციის განყოფილების მახლობლად პიკეტისას, ინტერვიუ ჩამოართვეს გრინკევიჩმა და ბელარუსმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ანდრეი მელეშკომ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში არ შემოუშვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019–2024 წლებში ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის) არცერთი განაცხადი არ დააკმაყოფილა.
სულ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ბელარუსებმა საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით შეიტანეს 81 განაცხადი, რომელთაგან 16 არასრულწლოვანის მიერ ან მათი სახელით იყო წარდგენილი. ამ პერიოდში საქართველომ 56 განაცხადი უარყო, მათ შორის 13 არასრულწლოვანის.
თავად კისლიაკმა 2023 წლის 24 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. 2024 წლის აგვისტოში მას უარი ეთქვა და ამ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
































































