ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროპის 29 ქვეყანაში შესვლა-გასვლის წესები იცვლება.
“მნიშვნელოვანი განახლება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვინც ევროპის 29 ქვეყანაში მოკლე ვადით იმოგზაურებს!
2025 წლის 12 ოქტომბრიდან, შესვლა-გასვლის სისტემა თანდათანობით ჩაიწერს:
• მონაცემებს სამგზავრო დოკუმენტიდან
• მგზავრობის თარიღებს
• ბიომეტრიულ მონაცემებს
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისად”,_ აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.































































