8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:
ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“;
ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს,“ – წერია განკარგულებაში.

































































