საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო შვიდი დღის – 11.01%, ბოლო 14 დღის – 10.78%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 გამოჯანმრთელდა, 6 590 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია – 26 363. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.
ამასთან, 18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.