Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 729 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 044-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.23%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი – 3, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270 საიდანაც, 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 186, აჭარაში – 19, იმერეთში – 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12, იმერეთში – 5. 1 930 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.