საქართველოში ომიკრონის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრის დროს ვებინარზე დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – აღნიშნავს გამყრელიძე.