საქართველოში, რამდენიმე წუთის ინტერვალით, ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი ტყიბულში დაფიქსირდა.
გავრცელებული ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ პირველად 2.9, ხოლო განმეორებით 3 მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, ორივე მიწისძვრა ტყიბულში 27 მარტს მოხდა.