საქსტატმა 2023 წლის სოციალური დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველოში გასულ წელთან შედარებით პენსიის მიმღებთა რიცხოვნობა გაიზარდა.
2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 838.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 71.1 პროცენტი ქალია, ხოლო 28.9 პროცენტი – კაცი. პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია, 15.8 პროცენტი – იმერეთში, 10.5 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.
რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, 2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი – კაცი. პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი – იმერეთში, 10.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, გაზრდილია სოცალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობაც.
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.1 პროცენტი – კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს – ომის მონაწილეები, 11.7 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.2 პროცენტი თბილისშია, 16.2 პროცენტი იმერეთში, 11.8 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.
რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს – ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი იმერეთში, 11.5 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.
2023 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377.0 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 122.9 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 72.8 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 31.9 ათასი.
2022 წლის მონაცემების მიხედვით კი, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 149 864. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია.