წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.
2021 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).
[sexy_author_bio]