დღეს, 11 საათზე საყდრისის კომიტეტი კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის” (RMG) სათაო ოფისთან აქცია-ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი გაასაჯაროვებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ (15.12 2015-15 03 2015წწ) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს.
როგორც საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, დასკვნის თანახმად, ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს.
_ გარემოს დაცვის სამინისტრო დღემდე არ ასაჯაროვებს ინპექტირების შედეგებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას. კომპანია კი კვლავაც განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და კორუფციული გარიგებებით ცდილობს ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას, _ აცხადებენ საყდრისის კომიტეტის წევრები.
ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი პირველად წარმოადგენს სკანდალურ სქემას _ არემჯის ლობი ხელისუფლებაში.