ყოველდღიურ რაციონში ხორცეულის შეტანა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ზრდის კიბოს განვითარების რისკს და გულსისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამ დასკვნამდე ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტები 120 ათას ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მივიდნენ.
ბრიტანელი სპეციალისტების გამოთვლებით, ყოველდღიურად საქონლის ხორცის მიღება სიკვდილის რისკს 13% ზრდის. 18% მატულობს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა, სიმსივნით გარდაცვალების რისკი კი, 10% იზრდება. სპეციალისტების თქმით, ცხოველური ცხიმი გულის მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს. გადამუშავებული ხორც-პროდუქტები კი, რომლებიც დიდი ოდენობით მარილს შეიცავს, სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უშლის ხელს და სიკვდილის საშიშროებას 20% ზრდის.
მეცნიერები საქონლის ხორცის მოყვარულებს სთავაზობენ საყვარელი საკვები თევზით, ქათმის ხორცით და თხილით ჩაანაცვლონ. ამასთან, ბრიტანეთის კარდიოლოგიური ასოციაციის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაბალანსებული დიეტის დაცვის დროს ხორცეულის მიღება უსაფრთხოა. მათივე თქმით, უმჯობესია ხორცი შამფურზე შეიწვას და არა ტაფაზე.
ავტორი