წუხელ, გვიან ღამით, „რუსთაველის“ მეტროში რამდენიმე ადამიანი ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა.
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოს პირველი არხი ავრცელებს.