ოზურგეთში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდია „ზენაარი“, 25 მაისს, საღამოს 19.00 საათზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერითა და თანადგომით, მართავს საქველმოქმედო კონცერტს ნინი ხავთასის მხარდასაჭერად.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 20 ლარს შეადგენს. გაყიდული ბილეთების თანხა სრულად გადაირიცხება ნინის დასახმარებლად.
როგორც უკვე ყველამ იცის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, 13 წლის ნინი ხავთასი, თურქეთის კლინიკაში იმყოფება, 18 მარტიდან , ტვინის მწვავე ენცეფალიტით.
ბილეთის შეძენასთან დაკავშირებით, შესდაძლებელია, მისწეროტ საიტზე ან დაუკავშირდეთ ტელეფონზე 551-177-611 .
„გურია ნიუსი“ ყველას მოგმართავთ, მეგობრებო! ერთობლივი თანადგომით დავირაზმოT 13 წლის ნინი ხავთასის სიცოცხლის გადასარჩენად! დავეხმაროთ ნინის ოჯახს და ვუსურვოთ მალე გამოჯამრთელება. სიკეთე გადამდებია!
ავტორი