ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სამგზავრო მიკროავტობუსი „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ გადაეცა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ორგანიზაციას მიკროავტობუსი უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის წესით, 2 წლის ვადით სარგებლობის უფლებით გადაეცა.
აღნიშნული საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იყო გამოტანილი.






























































