11 აგვისტოს ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კიევის რეგიონზე. ბროვარსკის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები – 35 წლის კაცი და მისი 4 წლის ვაჟი შეეწირნენ. ისინი შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს გარდაცვლილები იპოვეს. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბავშვი.