ჩერნიგოვის ოლქი დღეს დილით სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, იტყობინება Ukrinform.
“დილით მტერმა რაკეტები ესროლა სოფელ დესნას. წინასწარი ინფორმაციით, გვყავს დაღუპულები და ბევრი დაჭრილი”, – თქვა მან.