სარესოტორნო ღია სივრცეები გაიხსნა.
თბილისის მერიამ რესტორნებს, რომლებსაც საკუთარი ვერანდა არ გააჩნია დროებითი სარგებლობისთვის რესტორნის წინ არსებული ტროტუარების გამოყენება შესთავაზა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს რესტორნებისა და კაფეების შიდა სივრცეების გახსნის შესახებ.
„იმედი გვაქვს, რომ ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ვითარებას. ვიფიქროთ უნდა უფრო სრულყოფილ გახსნაზე. სარესტორნო ბიზნესიც ჩართულია, საუბარია განახლებულ პროტოკოლებზე და განახლებულ წესებზე რაზეც შევჯერდებით სარესტორნო ინდუსტრიასთან რაც შეამზადებს რესტორნებს და კაფეებს რომ შემდეგ ეტაპზე შევძლოთ და გავხსნათ შიდა სივრცეები. რათქმაუნდა ამას დასჭირდება თავის მოსამზადებელი პერიოდი“,_ განაცხადა თურნავამ.