„სარკეში ჩაიხედეთ“,_ BBC-ის ცნობით, ამ სიტყვებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ირანს სამხედრო აღლუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიმართა.
როგორც ცნობილია, ქალაქ აჰვაზში, რევოლუციურ გვარდიას ცეცხლი ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
მომხდარში ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, ირანის პრეზიდენტი ხალხზე ზეწოლას დიდი ხანია ახდენს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2 სეპარატისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ სროლები მათ განახორციელეს.