საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო სარკინიგზო ავარიის გამო, რომელსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირიპისრება მოხდა ათენში Hellenic Train-ის შტაბ-ბინასთან – კომპანიის, რომელიც პასუხისმგებელია საბერძნეთის რკინიგზაზე.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკში და ქალაქ ლარისაში, სადაც ავარია სამშაბათს ღამით მოხდა.
მთავრობამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება აღადგენს სამართალს.
ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.