საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის გამო 2025 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან 29 ოქტომბრის 15:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული სახიდე გადასასვლელის მარცხენა სამოძრაო ზოლზე (სარფი–ფოთის მიმართულება) შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნულ პერიოდში სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზის გამოყენებით.





























































