კახეთში, მდინარე ალაზნის სარწყავ არხში ახალგაზრდა დაიხრჩო. უბედური შემთხვევა წნორში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: knews.ge