სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა შესაძლებელი იქნება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც ბიუროს გუშინ წარედგინა.
ცვლილებები ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესს ადგენს.
კანონპროექტის მომზადების მიზეზად 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება სახელდება.