ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო, _ იუწყება ipn.ge.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერილის სახით განაცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმებოდა და უკანონო პატიმრად მიიჩნევ თავს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.