რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს, სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ფურგალი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის ორგანიზებაში.ფურგალმა უარყო ბრალდებები, რომლებიც ეხებოდა 2004 და 2005 წლების სავარაუდო დანაშაულებებს, როდესაც ის იყო ცნობილი ადგილობრივი ბიზნესმენი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ფურგალმა და მისმა თანამზრახველმა, ეგოისტური მოტივებითა და მის მიერ კონტროლირებადი კომერციული ორგანიზაციის შემოსავლების გაზრდის სურვილით,… 2004 წელს შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი კონკურენტების მკვლელობის ჩასადენად”,_ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოსკოვის გარეთ სასამართლოში გამოსვლისას, ფურგალის დაცვის გუნდის ადვოკატმა ბორის კოჟემიაკინმა თქვა, რომ განაჩენი იყო „არაკანონიერი“ და რომ ის და მისი კოლეგები გაასაჩივრებენ და მოითხოვენ გამამართლებელ განაჩენს.
მისმა 2020 წელს დაპატიმრებამ გამოიწვია ხაბაროვსკის რეგიონში ანტიკრემლის საპროტესტო აქციების დიდი ტალღა.