“დღეს ვიწყებთ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას… პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია ქართული ოცნების, პოლიტიკური ჯგუფების – ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრები, ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით” ,_ თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ცნობისთვის, “ოცნების” ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, სარჩელით სამი პარტიის აკრძალვას, “ნაციონალური მოძრაობა”, კოალიცია “ცვლილებებისთვის”, “ლელო- ძლიერი საქართველო” ითხოვენ.
მისივე თქმით, ამ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, მათ შორის:
„ელენე ხოშტარია − დროა“
„გირჩი − მეტი თავისუფლება“
„კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“
„ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“
„ფედერალისტური პარტია“
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
თუმცა, როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ამ სუბიექტებს ამ ეტაპზე, მათი ზომის და ორგანიზაციული სტრუქტურის გამო, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ აქვთ, შესაბამისად მათი აკრძალვა ამ ეტაპზე აუცილებელი არ ითვლება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მომავალში, თუ პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
აღსანიშნავია, რომ პაპუაშვლის თქმით, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელი პარტია „ლელოს“ 59 წევრზე არ გავრცელდება, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრები გახდნენ, რაც ამომრჩევლის ნების პატივისცემით ახსნა.






























































