ყაჩაღობაში ბრალდებულმა პატიმარმა, კონსტანტინე ცომაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში თვითდაზიანება მიიყენა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მისი საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზიანებები ფრჩხილებით, ყელის არეში მიიყენა, რის შემდეგაც ის კლინიკა “ვივამედში“ გადაიყვანეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ კონსტანტინე ცომაია უკანონოდ დააკავეს, იარაღი ჩაუდეს და თვითდაზიანებას, სავარაუდოდ, პროტესტის ნიშნად მიმართა.
წყარო: რუსთავი2