ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მოქალაქე შიმშილობას აპირებს.
„სასამართლო ჩვენ არ გვაქვს, კორუფციამ შეგვჭამა. ამხელა თავხედობა, აღნიშნო ახალი წელი, მილიონები ყარო ნაძვის ხეში და ბავშვები შიმშილში გიკვდებოდეს, პენსიონერები მშივრები იყვნენ, ლუკმა-პური არ ჰქონდეთ სახლში, თქვენ კი პრემიებს, დანამატებს იწერთ. ვინ მოგცათ ბიუჯეტის ასე განკარგვის უფლება? ეს ხალხის ფულია. რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ის დაპირდით ამ ხალხს. ჩემი თხოვნა იქნება, ერთმანეთს კი არ დაექიშპოთ, რომელი მეტ დანაპირებს გასცემს, არამედ რეალური დაპირება გაეცით და რეალურად დაგიდგებათ ხალხი გვერდში,“_ამბობს ომარ ჩოგაძე „ტვ 25“-თან საუბრისას.
ბათუმელი მოქალაქე შიმშილობის დაწყებას ამერიკის საელჩოსთან აპირებს, რომ ამ ფორმით საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპლომატიური კორპუსს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ხმა მიაწვდინოს.