https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სასამართლომ ევროკავშირის მოქალაქის საქმეზე უკანონოდ სცნო ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის ორდერი

11:06; 29.06.2020
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის სარჩელი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების მიმართ, გაუქმდა ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით მართლწესრიგის ოფიცრის მხრიდან მიღებული 2020 წლის 1 ივნისის ორდერი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული ორდერის გამოცემის საფუძველი – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნა და დადგინდა, რომ ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს – მამას სახელმწიფო უწყებებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 30 დღით, დაუსაბუთებლად შეუზღუდეს შვილთან ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ობიექტური და ყოველმხრივი კვლევის შედეგად დაადგინდა, რომ

ა. შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა არასრულწლოვანის ინტერესების უგულვებელყოფის ფაქტის სადავოობის პირობებში და არ არსებობდა არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა რომ მამა ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა შვილზე დედასთან ურთიერთობის სურვილის აკრძალვაზე;

ბ. შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს არა დასკვნას, არამედ ინფორმაციული ხასიათის წერილს და წერილში მოყვანილი გარემოებები თავად სადავოდაა გამხდარი და შეფასებული წერილის ავტორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

გ. შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ ეყრდნობა მამის მიმართ შეფარდებულ ადმინისტრაციულ ოქმებს (გაფრთხილება, დაჯარიმება), თუმცა წინამდებარე აქტების კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლო წესით და წინამდებარე დავის ფარგლებში, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად დაადგენდა გამოცემული აქტების კანონიერებას და ამ თვალსაზრისით, მამის მხრიდან სასამართლოს დედის შვილთან ურთიერთობის დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას;

დ. შემაკავებელი ორდერი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილების მართლწესრიგის ოფიცრის მხრიდან გამოცემული იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნაში აღნიშნული გარემოებების შემოწმების გარეშე, შემაკავებლი ორდერის გამოცემისთვის დამტკიცებული შეკითხვების ფორმალური გაგებით, ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის, როგორც არსებითი დარღვევის უტყუარი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების არარსებობის პირობებში;

ე. შემაკავებელი ორდერი მიღებულ იქნა უფლების არამართლზომიერად განხორციელების პირობებში, რასაც სოციალური სამსახურისა და პოლიციის სამმართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა 2020 წლის 29, 1 და 2 ივნისს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, მამასთან და მამის ოჯახთან დაშორებით, იმ წინასაწრი განზრახვით, რომ არასრულწლოვანი 2 ივნისს უნდა დაშორებოდა მამას ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საფუძვლით, რამაც მთლიანობაში შელახა ბავშვის უფლება იმყოფებოდეს მამასთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური პასუხია ორი სახელმწიფო დაწესებულების – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მიმართ, რომლებმაც 2020 წლის 29, 1 და 2 ივნისს განხორციელეს შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, დედის – ოლივია ანტონის მიზნამიმართული კამპანიისა და სოციალურ სამსახურში მისი მხარდამჭერი პირების – ნინო იობაშვილისა და გიორგი ეპიტაშვილის მხრიდან ხდებოდა და გრძელდება მამის უსაფუძვლო დადანაშაულება სასამართლოს დროებითი განკარგულების შეუსრულებლობაში, ბავშვი თითქოსდა იძებნება თბილისის ყველა ქუჩაზე, კომპეტენტური ორგანოებისთვის უცნობია ბავშვის მისამართი, მამა ე.წ. მოძალადეა და სხვა, თუმცა მხარეს არ გააჩნდა ვარგისი ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც არათუ ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფას, არამედ მისი სოციალური ცხოვრების გაუარესებას, ადაპტაციის შეფერხებას, რაიმე ფორმით მამის ან/და ბებიის, ვისთან ერთადაც ცხოვრობს, უარყოფით ზემოქმედებას დაადასტურებდა. უწყებებს არ გააჩნდათ კანონიერ ძალაში შესული არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მამის მხრიდან შვილის ინტერესების უგულვებელყოფას ან/და გაუთვალისწინებლობას დაადასტურებდა.

სასამართლომ სამმართველოდან გამოითხოვა არასრულწლოვნის გამოკითხვის 2020 წლის 2 ივნისის ოქმი, რომელიც ზედმიწევნით აფისირებს ბავშვი თავის განწყობებს – ა. ბავშვი ადასტურებს, რომ ცხოვრობს იოსებიძის ქუჩაზე მამასთან და ბებიასთან ერთად, ბ. ბავშვი ადასტურებს, რომ ბებია მას ექცევა კარგად, გ. ბავშვი ადასტურებს, რომ მამა მას კარგად ექცევა და არ აწუხებს, უზრუნველყოფს სოციალური საჭიროებებით, დ. ბავშვი ადასტურებს, რომ ჰყავს ქართველი მეგობრები, ხვდება მას სახლში, შესაბამისად, ადაპტირებულია, ე. ბავშვი ადასტურებს, რომ ბებია და მამა უმზადებს საჭმელს, ვ. ბავშვი განმარტავს, რომ დედა უყვარს, მაგრამ არ ენატრება და არ ახსენდება, ზ. ბავში ადასტურებს, რომ დედა ფიზიკურად ძალადობდა მამაზე, დედა აბრაზებს და ამის გამო, არ ენატრება, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის ფონზე, ოქმის დასასრულს აღნიშნულია, რომ „კითხვაზე, დედა, რომ ცუდია, მას ეუბნება მამამისი“. მხარემ სასამართლოში დაადასტურა, რომ აღნიშნული ჩანაწერი არასრულწლოვანის ობიექტურ ნებას არ გამოხატავდა და ჩანაწერი ემსახურებოდა ბავშვის მამისგან განცალკევების სამართლებრივად ფორმალური საფუძვლების შექმნას (სადავო გამონათქვამი ოქმში ბოლო წინადადებაა). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართიდან, სადაც ბავშვის გამოკითხვა მიმდინარეობდა, გაძევებულ იქნა მამის ნდობით აღჭურვილი პირები – თარჯიმანი და ბებია. არსებობს შედავება გამოკითხვის მიმდინარეობის პროცესში, ბავშვის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების, როდესაც არასრულწლოვანმა ბებიას სოციალური სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უთხრა, რომ „მათ მამის წართმევა სურდათ!“. აღნიშნულ ეპიზოდს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი მასალის ერთობლიობა, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის სახელით, ნინო იობაშვილი,  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი/ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეწევია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის – მამის სრულ დისკრედიტაციას, დემორალიზაციას, რაც გამოიხატება ოლივია ანტონის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერასა და საქმის ირგვლივ სამართლებრივ რჩევებში – თუ რა სტრატეგიით, რა მოქმედებებით უნდა შეძლოს დედამ მამისგან შვილის „დაცვა“. შესაბამისად, ირღვევა კანონი და სოციალური სამსახურის ქცევის ყველა სტანდარტი. არ არსებობს წარმოდგენილ პრეტენზიებსა და გადაცდომებზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სტრუქტურის – აუდიტის სამსახურის რეაგირება, რომელიც თავის მხრივ უწყების ქვეშ არსებული გადაცდომის ფაქტების დამალვითაა დაკავებული. კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე შეგნებული დუმილით ხდება უკანონობების წახალისება.

არ არსებობს უფლების დაცვის ელემენტარული შესაძლებლობაც კი, ქართული სოციალური სამსახური არ უსმენს ევროკავშირის მოქალაქეს და სააგენტოსთვისაც სულერთია ყველა წარდგენილი არგუმენტაცია, რაც პროცესის მონაწილე ერთ მხარესთან – ოლივია ანტონთან ასეთი ღია და მკაფიო მხარდაჭერის პროცესი, აჩენს საფუძვლიან ვარაუდს ფარული შეთანხმებების კორუფციულ მოტივებზე. მამა ბავშვს დაბადებიდან ზრდის და შვილს მამის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა, ხოლო დედა – ოლივია ანტონი, კანონიერ ძალაში შესული ქ. პრაღის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელსა და არ გააჩნია შვილის აღზრდის უნარ-ჩვევები. აღნიშნულზე დანაშაულებრივად სდუმს ნინო იობაშვილი, ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს. სოციალური სამსახურისთვის წარდგენილი ფაქტები, მით უფრო ნინო იობაშვილისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – არაფერია,  არ იწვევს სპეციალური ღონისძიებების გამოყენების ან/და საკითხზე მოკვლევის დაინტერესებას.

ნინო იობაშვილმა საოჯახო დავის ფარგლებში, არ მოახდინა არავითარი პრევენცია, როდესაც მხარემ დაასაბუთა, რომ ოლივია ანტონი ლეგალური და არალეგალური გზით ცდილობდა ბავშვის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილებას. ნინო იობაშვილმა შეგნებული დუმილი არჩია საფრთხზე, ასეთი საფრთხის ნამდვილობა კი დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ოლივია ანტონს 2020 წლის 5 ივნისს საქართველოდან ბავშვის გაყვანა (გადაადგილება) საქმის დასრულებამდე, აუკრძალა.

ნინო იობაშვილი არღვევს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ძირეულ პრინციპებს  (სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს). მამასთან მიმართებით, არღვევს თანაზომიერების პრინციპს, ვინაიდან მისი მხრიდან წარმოებულია ცილისწამებლური დოკუმენტების მთელი სერია, რომელიც ემსახურება ბავშვის მამის ამორალურობისა და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯის მიზნებს (სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული). ნინო იობაშვილი არღვევს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის ვალდებულებას, ვიანიდან მის მიერ შედგენილ დასკვნებსა და წერილებში ადგილი აქვს გაყალბებულ ფაქტებს (სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას). ნინო იობაშვილი, საქმეში შესწავლი მასალებისა და მტკციებულებების ერთობლიობით, არის მიკერძოებული და გამოხატავს მხოლოდ ბავშვის დედის ინტერესებს, საოჯახო დავაში დაფიქსირებულია მხარედ (დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით). მას არ გააჩნია კანონით სავალდებულო სტრატეგიული, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, პროფესიული, ეთიკური კომპეტენცია, ვინაიდან უარს ამბობს მამის დარღვეული უფლებების მიმართ რეაგირებაზე, დაკავებულია მხოლოდ დედის ინტერესების ფარგლებში გადაწყვეტილებებზე, 74 წლის ბებიას განზრახ არ მისცა შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება, სამართლებრივი რეაგირება არ მისცა დედის მხრიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულების დარღვევის ფაქტებს, არ ფლობს ინგლისურ ან ჩეხურ ენებს. კითხვაზე, როგორ აღწერა ბავშვის პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, როდესაც ბავშვი საუბრობს ჩეხურ ენაზე და ესმის ინგლისური ენა, სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ბავშვის ჟესტიკულაცია დაუდო საფუძვლად სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებს. ყოვლად სამარცხვინოა ნინო იობაშვილის მიმოწერა ბავშვის მამასთან, სადაც ელექტრონული შეტყობინებებში ინგლისურ ენაზე გადასაცემი მოსაზრებები წარმოდგენილია რუსულ ენაზე, ისიც გაუმართავი გრამატიკული ჩანაწერებით, რაც მთლიანობაში ქმნის სოციალური მუშაკის დასახელებულ დავაში არაკომპეტენტურობის მაგალითს  (სოციალური მუშაკი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს კომპეტენციებს). ამდენად, ორგანიზაცია სამარცხვინოს უწოდებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახელით დასახელებული სოციალური მუშაკის ქმედებებს და კატეგორიულად მოითხოვს მათი საქმიანობის შემოწმებასა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ნინო იობაშვილის საქმიანობის კომპეტენცია ქმნის მიკერძოების და ანგარების უფრო მძიმე საფუძვლებს, იმსახურებს საზოგადოების უნდობლობას და მოითხოვს ზედამხეველი სტრუქტურების მხრიდან სასწრაფო გადაწყვეტილებებს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთგზის მიმართა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასახელებული საოჯახო დავის ფარგლებში ჩართული პირების საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ორგანიზაცია მზად არის, ნებისმიერ ფორმატში გააგრძელოს დისკუსია და არგუმენტები დასახელებულ ფაქტებზე. შერჩევითი სამართლის გამოყენება არ ემსახურება მმართველი პოლიტიკური პარტიის პირობებში ბავშვთა უფლებების კუთხით გატარებული რეფორმის პროცესს. ამიტომაც, აუცილებელია პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირება და მისი გადაჭრა – შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ნინო იობაშვილის და მასთან ერთად, სხვა იმ პირების უკანონო საქმიანობებზე, რომელთა მხილებასაც ორგანიზაცია გააგრძელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალური მომსახურების სამსახურებში, არ შეეგუება იმ ფაქტებს, უკანონო გადაცდომებსა და მიკერძოების მასშტაბურ შემთხვევებს, რომელიც ძირს უთხრის ბავშვზე ორიენტირებულ გარემოს, საქართველოს იმიჯს, სისტემას აქცევს ფარული გარიგებების ადგილად და ახალისებს არაკომპეტენტურობას, როგორც სოციალური მომსახურებისთვის დამღუპველ პროცესს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში საქმე განიხილა და გადაწყვეტოლება მოსამართლე: სოფიო გაგნიძემ მიიღო. საქმეზე გამოიკითხა მოწმეები, მიკერძოების საშიშროების გამო, აცილებულ იქნა ჩეხური ენის სპეციალისტი, პოლიციის სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ბავშვის გამოკითხვის ოქმი. სასამართლომ საქმეს 4 სასამართლო სხდომა დაუთმო. ევროკავშირის მოქალაქის – მამის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და სისხლის სამართლის ადვოკატი: ნიკა სადრაძე წარმოადგენდნენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?

12:17; 19 თებერვალი, 2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19 თებერვალი, 2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18 თებერვალი, 2026

გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ლეკვები გადაარჩინეს

ყველა სიახლე

სამართალი

ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?

12:17; 19.02.2026
საზოგადოება

კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

11:46; 19.02.2026
საზოგადოება

ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა

11:45; 19.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19.02.2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19.02.2026
მსოფლიო

ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

10:40; 19.02.2026
მსოფლიო

დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

10:35; 19.02.2026
მსოფლიო

“ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

10:10; 19.02.2026
საზოგადოება

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

10:06; 19.02.2026
ზაფრანი

რომელი ქალის შურისძიებას უნდა ერიდოს მამაკაცი   

9:58; 19.02.2026
ზაფრანი

ყველაზე რომანტიკული მამაკაცები    

9:55; 19.02.2026
ზაფრანი

ვის ვერ მოატყუებთ ვერასოდეს   

9:54; 19.02.2026
ზაფრანი

მარტოხელები და ასტროლოგია   

9:52; 19.02.2026
საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო