თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადადებული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 7 მარტს უნდა გამოცხადებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების მიზეზად საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.
როლანდ ბლადაძე მოითხოვდა ბათილად ეცნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილებულიყო სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ამასთქნ, ბლადაძე ითხოვდა ბათილად ეცნოთ 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი ეღიარებინათ არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად ეცნოთ 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.