სასამართლოზე ბინძური კამპანიის მიუხედავად, რომ მართლები აღმოვჩნდით, ეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იმ ბინძური კამპანიის მიუხედავად, საქართველოში არის სასამართლო, რომელმაც ჩააბარა დღეს ტესტი ძალიან კრიტიკული, ევროპული და ჩვენი დასავლური ღირებულებების შესაბამისი. ამ ღირებულებებში ერთ-ერთი მთავარია სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. სასამართლოზე ბინძური კამპანიის მიუხედავად, რომ მართლები აღმოვჩნდით, ეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა”, _ აცხადებს მდინარაძე.

































































