თბილისში, ვაკეში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა და მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.