2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.
არსებული რეგულაციების შესრულება კონტროლდება როგორც დედაქალაქში, ისე – რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.