ჩვენმა ბებიებმა კარგად იცოდნენ ერთი საინტერესო შედარება და ხშირად იმეორებდნენ – კაცი და ძაღლი ერთიაო. ნუ ეწყინებათ ძვირფას მამაკაცებს, მაგრამ ამაში ნამდვილად დევს სიმართლის მარცვალი, რაშიც ფსიქოლოგებიც დაგვეთანხმებიან. და მაინც, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ქალებმა ეს ჩვენს სასარგებლოდ?!
მაშ ასე, დაფიქრდით და ისე გადაწყვიტეთ, ძაღლის რომელი ჯიში მოგწონთ. ამით მიხვდებით, დაახლოებით, როგორი მამაკაცი გჭირდებათ გვერდით.
ჩაუ–ჩაუ: თქვენ ეძებთ მამაკაცს, რომელიც იქნება კეთილი და დიდსულოვანი, მშვიდი და ერთგული; საიმედო საყრდენი და ოჯახური იდილიის მოყვარული. კარგი არჩევანია – ის არასოდეს გიღალატებთ.
ავღანური მწევარი: ჭეშმარიტ არისტოკრატ მამაკაცზე ოცნებობთ? დახვეწილი გემოვნება და კარგი მანერები რომ ექნება, ყოველთვის ზუსტად რომ ეცოდინება, რაზე ფიქრობთ და რისი სურვილი გაქვთ? ჯერ ერთი, ასეთ მამაკაცებს გვერდით ჭეშმარიტი ლედი სჭირდებათ და, რაც მთავარია, საკმაოდ რთული საპოვნელია.
ტერიერი: უპირველესად, თქვენი რჩეული ათლეტი უნდა იყოს, სპორტული აღნაგობითა და ძლიერი ნებისყოფით. მინიატურულ, ნაზ და სხვაზე დამოკიდებულ მამაკაცს ნამდვილად ვერ აიტანთ. თქვენი პოზიციაა: თუ კაცმა ხელში ბუმბულივით არ ამიტაცა, ის რა კაციაო… პრინციპში, მართალი ხართ!
გერმანული ნაგაზი: თქვენ მოგეწონებათ თავდაჯერებული, თავშეკავებული, დამოუკიდებელი და თავისუფლად მოაზროვნე მამაკაცი, რომელიც თქვენი ერთგული და ურთიერთობებშიც უღალატო იქნება. მაგრამ, სენტიმენტებსა და განსაკუთრებულ სინაზეს მისგან ნუ დაელოდებით – ვერ მოსთხოვთ იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია. უპირველესად, თქვენი რჩეული ათლეტი უნდა იყოს, სპორტული აღნაგობითა და ძლიერი ნებისყოფით. მინიატურულ, ნაზ და სხვაზე დამოკიდებულ მამაკაცს ნამდვილად ვერ აიტანთ. თქვენი პოზიციაა: თუ კაცმა ხელში ბუმბულივით არ ამიტაცა, ის რა კაციაო… პრინციპში, მართალი ხართ!
ავტორი