ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მისი პატარა ხშირად ტირის და თან ხანგრძლივად.
ამერიკელი ექსპერტი, ბავშვთა ექიმი, დოქტორი ჰარვი კარპი დიდ ხანია რაც მუშაობს ბავშვთა საავადმყოფოში, რომელმაც დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად გადაწყვიტა გამოეცა კრებული „ბედნიერი ბავში”, სადაც აღწერილია ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება და მთავარი, თუ როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?
პირველ რიგში, რჩევა ბავშვის ტირილის საწინააღმდეგოდ არის, რომ პატარა უნდა დავაწვინოთ არა საწოლზე, არამედ მაგიდის ცენტრში, იმის მიუხედავად თუ რაოდენ ცუდ განწყობაზეა პატარა.
დოქტორი ჰარვი კარპი ამტკიცებს, რომ მისი შემდეგი პრაქტიკული რჩევები დაეხმარება ახალგაზრდა მშობლებს:
ბავშვის გაყვანა სუფთა ჰაერზე.
სასიამოვნო ჟღერადობის ხმები.
თავის სწორად დაჭერა.
სნეულების საწინააღმდეგო ე.წ „მასაჟები“.
საწოვარა.
ექიმის განცხადებით ჩვილი 0-დან 3 თვემდე ისევ გრძნობს თავს, როგორ საშვილოსნოში ყოფნისას. ასე რომ, ჩვილის გაყვანა ჰაერზე დადებითად მოქმედებს მასზე და უადვილდება სამყაროსთან შეგუება.
სასიამოვნო ხმის ჟღერადობა ყველა ბავშვისთვის მიზანშეწონილია, რადგან მისი მეშვეობით ისინი სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებენ.
პატარების უსაყვარლესი ატრიბუტია – საწოვარა, რომელსაც უამრავ სათამაშოზე წინ აყენებენ.