ანჯელინა ჯოლი
ზოგჯერ, როცა თავის დაბანის დრო არა აქვს, მშრალი შამპუნის ნაცვლად ბავშვის ტალკს იყენებს, რაც აცილებს მას ზედმეტ ცხიმს და მოცულობას მატებს ძირებთან.
სინდი კროუფორდი
ვინ იტყვის, რომ 50 წლის მოდელი ცუდად გამოიყურება. კანისა და დეკოლტეს ზონის მოსავლელად რძეს მინერალურ წყალს ურევს და თვითნაკეთი ლოსიონით დილა საღამოს იწმინდავს კანს.
კეტრინ ზეტა ჯონსი
კბილებს მარწყვით ითეთრებს. დაჭყლეტილ მარწყვს კბილებზე ისვამს, 10 წუთი იჩერებს და წყალს ივლებს.
სანდრა ბალოკი
სახეზე შეშუპების მოსახსნელად ბუასილის მალამოს იყენებს.
ჰოლი ბერი
ელასტიკურობის შესანარჩუნებლად მსახიობი თვითნაკეთი ყავის (ტანის გელში ურევს) სკრაბით იმუშავებს კანს, რაც ამკვრივებს მას.
მერაია კერი
პომადის ნაცვლად ტუჩის ბზინვარე საცხს ხმარობს, რომელსაც პიტნის ზეთს უმატებს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტუჩებს მოცულობაში ზრდის.