სასარგებლო “სარეველები” – აი, რა სჭირდება ზამთრის სიცივითა და ავიტამინოზით დასუსტებულ ჩვენს ორგანიზმს.
სამყურას, ჭინჭრის, ვირისტერფას და ბაბუაწვერას ყვავილები სჭირდება ზამთრის სიცივითა და ავიტამინოზით დასუსტებულ ჩვენს ორგანიზმს.
მაგალითად, სამყურა შეიცავს C და E ვიტამინებს, კაროტინს, ეთეროვან ზეთს, მისი ნახარში და ნაყენი საუკეთესო შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა, აძლიერებს იმუნიტეტს. გთავაზობთ ვიტამინებით მდიდარ სალათის რეცეპტს: ცოტ-ცოტა სამყურა, ჭინჭარი, მწვანე ხახვი, მჟაუნა წვრილად დაკეპეთ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა გემოვნებით. მოასხით არაჟანი.
ჭინჭარში C ვიტამინი 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონსა და ფორთოხალში, შეიცავს ბევრ კალციუმს, რკინასა და ცილებს, ჭინჭარი სუპერპროდუქტია, რომელიც ებრძვის ავიტამინოზს და აძლიერებს იმუნიტეტს.
ძველად რომში მიაჩნდათ, რომ პიტნა აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. შეიცავს ბევრ ეთეროვან ზეთს და მათ შორის მენთოლს, აქვს სასიამოვნო არომატი და გამაგრილებელი თვისება.