სასარგებლოა თუ არა ჩირის, ანუ ხილის გამხმარი სახით მოხმარება, ამის შესახებ მეცნიერებმა, CNN-ის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერთ დიდ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში 13 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ჩირს მოიხმარენ შედარებით ნაკლებს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც ხილს ჩვეულებრივი სახით მიირთმევს.
გარდა ამისა, ჩირი ბუნებრივ შაქარს დიდი რაოდენობით შეიცავს, რაც სპორტსმენებს ძალის აღდგენაში ეხმარება. შაქრის მაღალმა შემცველობამ მოსახლეობა არ უნდა შეაშფოთოს, მაგრამ ადამიანებმა რომლებიც შაქარს ან კალორიებს აკონტროლებენ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.