ამერიკელი დენიელსონი, ცოლს დეტექტივების კითხვის საშუალებას არ აძლევდა, ის წიგნის ოცდამეათე გვერდზე წერდა მკვლელის სახელს, რის შემდეგაც წიგნის კითხვას აზრი აღარ ჰქონდა. სასამართლომ განქორწინება დააკმაყოფილა.
ბრიტანელი ნილ დიუჰარტი ცოლს ფეხბურთმა დააშორა. ცოლმა გარეცხა ნილის საფეხბურთო მაისური, რომელზეც ავტოგრაფების კოლექცია იყო. სასამართლომ ეს ფაქტი ნამდვილ ვანდალიზმად სცნო.
2022 წელს 99 წლის იტალიელი გაშრდა 96 წლის მეუღლეს მას შემდეგ რაც აღმოაჩინა სასიყვარულო წერილები, რომლებსაც ის 50 წლის წინ თავის საყვარელს სწერდა.
იტალიელმა წყვილმა გადაწყვიტა თაფლობის თვე პარიზში გაეტარებინა. თაფლობის თვის შემდეგ ისინი გაშორდნენ. მიზეზი კი ის იყო, რომ ქმარმა სამოგზაუროდ თავისი დედაც წაიყვანა.
კანადაში ქალს აქვს უფლება გაშორდეს ქმარს თუ ის ხმამაღლა ხვრინავს და მას ძილის საშუალებას არ აძლევს.
ერთი ქალი გათხოვდა 30 წლის ასაკში, თუმცა ქმარს უთხრა, რომ 24 წლის იყო. 10 წლის შემდეგ ქმარმა გაიგო სიმართლე და განქორწინება მოითხოვა.
საუდის არაბეთში ქალს შეუძლია განქორწინება მოითხოვოს თუ ქმარი მას ყავას არ ალევინებს.
































































