საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ერთი პირი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ი. ბათუმში დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის.
დაკავებული ბ.ი. საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ მაშინ შემივიდა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































