სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა თანამდებობები დატოვეს, _ აღნიშნულთან დაკავშირებით შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, ორივე თანამდებობის პირი პოსტებს გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.
მათი თანამდებობების დატოვება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებას უკავშირდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას შუალედურ ინფორმაცია გააცნო.