სამეგრელოში ძლიერმა წვიმების შედეგად მდინარე ტეხურა ადიდდა და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
დატბორილი საცხოვრებელი სახლები, ზოგიერთ ქუჩაზე პარალიზებულია მოძრაობა. ადგილობრივები მოვარდნილ წყალს ვერ უმკლავდებიან.
საცხოვრებელი სახლები ტალახით დაიტბორა.
„მოგვხედეთ, რამე მაინცა გადავარჩინოთ; სახლებში მდინარესავით მიედინება წყალი; საცხოვრებლად აღარ ვარგა აქაურობა. შარშან ავეჯი გადავარჩინეთ, მაგრამ წელს არაფერი გადარჩა. საშინელება ხდება, გვიშველეთ!“ „არ ვიცით ამ წყალდიდობას როგორ გავუმკლავდებით“, „უძლური ვართ ბუნებასთან“,-წერენ სოციალურ ქსელში.
კადრებს “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს.