როგორც უკვე ვწერდით, ანაკლიაში, 26 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.
“გურია ნიუსისთვის” გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი, იგი ლევან ჭკადუაა.
“საშინელება ტრიალებს… უპატიოსნესი ბიჭი… ღმერთმა ნათელში ამყოფოს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ ანაკლიაში, იახტ კლუბის ნანგრევების ტერიტორიაზე მოხდა.
ცხედარი უკვე ამოსვენეს.































































