მსახიობმა დენიელ ლუისმა ერთხელ ახალი წლის აღნიშვნა შოტლანდიის მთებში განიზრახა, სადაც მეგობრებთან ერთად თხილამურებზე სრიალებდა.
ახალი წლის დადგომის შემდეგ კინოვარსკვლავმა კარავს მიაშურა და მთავარი იმედგაცრუებაც აქ ელოდა.
ისეთმა სიცივემ დაიჭირა, რომ დენიელი კინაღამ გაიყინა და დილით საავადმყოფოში წასაყვანი შეიქმნა.
ჰიუ გრანტს კი ახალგაზრდობაში ახალი წლის ღამეს დიდი იმედგაცრუება ელოდა.
შეყვარებულმა გოგონამ ერთ-ერთ იაფფასიან კაფეში შეხვედრა დაუნიშნა.
სამწუხაროდ გადააგდო, ანუ მოატყუა და ჰიუ გრანტიც ახალ წელს, სრულიად მარტო და უცნობი ხალხის საზოგადოებაში შეხვდა.
































































