როგორც უკვე ვწერდით, სენაკში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა – იგი სენაკის მკვიდრი გიორგი სახოკიაა.
„საშინელი ტრაგედია ტრიალებს… უპატიოსნესი ბიჭი იყო. სულ ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან“, – ამბობს წყარო. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა, სავარაუდოდ, ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამავე ავარიის დროს დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.


























































